დავით უსუფაშვილი – თინას მინისტრობის გამო, თვალს არაფერზე დავხუჭავ

დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია

თინას მინისტრობის გამო, თვალს არაფერზე დავხუჭავ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას შეძლებს თუ არა ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას.
“ვისაც ჩემი და თინას საჯარო ურთიერთობა უნახავს, კარგად იცის, რომ ყოველთვის ერთმანეთის მთავარი ოპონენტები ჩვენ ვიყავით. საკუთარი მოვალეობები კარგად გვაქვს გაცნობიერებული. თუ ჩავთვლი, რომ რომელიმე კანონში არასწორი ცვლილება იგეგმება, თინას მინისტრობის გამო, თვალს არაფერზე დავხუჭავ. კანონის მისაღებად 76 დეპუტატის ხმაა საჭირო, ჩემი ხმა იქ იქნება, სადაც ჩემი აზრით, სიმართლეა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმომავალი კვირის ამინდის პროგნოზი
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი -შესაძლოა, პარლამენტის და მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს