დავით უსუფაშვილი: ენთუზიაზმი მომემატა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წავა

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წავა, რის შედეგებსაც თითოეული მოქალაქე კიდევ უფრო მეტად იგრძნობს. შესაბამისი განცხადება უსუფაშვილმა პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
უსუფაშვილის ცნობით, ტუსკთან შეხვედრისას ისაუბრეს, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ პროცესზე, საკითხებზე, რაც ამ მხრივ უახლოეს ხანებშია მოსაგვარებელი და პარლამენტში განსახილველ პროექტებზე, რომელიც ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებებს უკავშირდება.
“შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო ოპტიმისტური ვარ და ენთუზიაზმი მომემატა იმასთან დაკავშირებით, რომ წლის ბოლოს შევძლებთ სერიოზული შედეგების მიღწევას, თუმცა ჯერ გზა გასავლელია და ყველაფერი დასრულებული არ არის, მაგრამ შეხვედრაზე სტუმრის და მისი თანმხლები პირების განწყობიდან გამომდინარე, ეს რწმენა კიდევ უფრო გამიმყარდა. ევროინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წავა და ამ შედეგებს თითოეული ჩვენგანი კიდევ უფრო მეტად ვიგრძნობთ. ეს არის ამ ვიზიტის მთავარი შედეგი”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფიროსმანის “არსენალის მთა ღამით” ხვალ ეროვნულ გალერეაში გამოიფინება
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ჩვენ ნატოსგან გვაინტერესებს ინტეგრაციის დაჩქარება და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება