დავით უსუფაშვილი – არა თუ ერთი ასეულით, სრულიად საქართველოს არმიით ვართ მზად, გავწევრიანდეთ ნატო-ს ეგიდით შექმნილ უსაფრთხოების სისტემაში

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს მიერ არჩეული გზა ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით არის სწორი და ეფექტური გზა ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

“ჩვენ, მე მგონი, ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ საქართველოს მიერ არჩეული გზა ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით, არის სწორი. ჩვენ არა თუ ერთი ასეულით, არამედ სრულიად საქართველოს არმიით ვართ მზად, გავწევრიანდეთ ნატო-ს ეგიდით შექმნილ უსაფრთხოების სისტემაში, ეს არის ყველაზე სწორი, ყველაზე ეფექტური გზა ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვიდრე ეს არ მომხდარა, ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში, ეს ამაღლებს საქართველოსადმი პოლიტიკურ მხარდაჭერას, ამაღლებს ჩვენი პარტნიორების ვალდებულებას, რომ ჩვენი ინტერესებიც გაითვალისწინონ საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არის სწორი პოლიტიკა. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული და ოკუპაციის დასრულება უკავშირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას და ეს მოსაპოვებელი და შესანარჩუნებელია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ქართული მხარე აპირებს, გაერო-ს სამშვიდობო მისიაში მიიღოს მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშიევროსაბჭოს რეზოლუციის პროექტში, საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით დარღვევები ფიქსირდება
შემდეგი სტატიაიან კელი – ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეეწყოს საქართველოს ევროალტანტიკურ არჩევანს