დავით სერგეენკო: ცხადია, ორივე დელეგაციაში ერთდროულად ელჩი ვერ იქნებოდა

პრეზინდეტისა და პრემიერის ამერიკაში ვიზიტები კიდევ ერთხელ შეფასდა რამდენიმე წუთის წინ მთავრობის კანცელარიაში, სადაც ამჟამად მინისტთა კაბინეტის წევრები მთავრობის სხდომაზე იკრიბებიან.

ჯანდაცვის მინისტრმა სხდომის დაწყებამდე განმარტება გიორგი მარგველაშვილის ვიზიტისას ელჩის არყოფნის საკითხზე გააკეთა. სერგეენკოს თქმით, ამ პერიოდში აშშ-ში ორი დელეგაცია იმყოფებოდა და ელჩს საქართველოს პრემიერის დელეგაციაში ყოფნა მოუწია.

„ორი დელეგაციის ერთდროულად ყოფნის პირობებში საელჩოს თანამშრომლები გადანაწილდნენ და იყვნენ ორივე დელეგაციასთან. ამჯერად ასე მოხდა, რომ უშუალოდ ელჩი იყო პრემიერთან, ხოლო საელჩოს სხვა მაღალი თანამდებობის პირები პრეზიდენტთან. ცხადია, ორივე დელეგაციაში ერთდროულად ელჩი ვერ იქნებოდა,“ – განმარტა დავით სერგეენკომ.

როგორც გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, ამერიკაში ვიზიტის დროს გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძე არც უნახავს და არც მისალმებია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ძალის შექმნას არ აპირებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: მედიის გარეშე ჩვენ, პოლიტიკოსები აღარ ვიქნებოდით