დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც “თაიმერს” ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვის, სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლის, ჯენერიკების გამოყენების გაზრდისა და ელექტრონული რეცეპტული სისტემის ფართოდ დანერგვის საკითხები განიხილეს.
გარდა აღნიშნული თემებისა, შეხვედრაზე რეცეპტულ სისტემაზე გადასვლის ერთი წლის შედეგებიც შეაჯამეს. როგორც სერგეენკომ განაცხადა, სისტემის შემოღებამ სააფთიაქო ნარკომანია 95%-ით შეამცირა.
“მთავარი პრობლემა ის არის, რომ მაღალი რჩება მედიკამენტების წილი მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯებში და ჩვენ ეს უნდა შევამციროთ ლეგალური და გამჭვირვალე გზებითა და საშუალებებით და არა მექანიკური შეზღუდვებით”, – განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, მედიკამენტების ფასების დარეგულირების მიმართულებით სამინისტროს სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ მედიკამენტების ხარისხის კონტროლს ემყარება.

banner
წინა სტატიაში,,პირველი სტუდია” ეთერში აღარ დაბრუნდება
შემდეგი სტატია“მთავრობა ცაში დაფრინავს და თავისი არაკომპეტენტურობით უკვე სახიფათო ხდება ქვეყნისათვის”