დავით სერგეენკო მოსახლეობას აფრთხილებს

სვანიძის ქუჩაზე შესვლა შეზღუდულია. ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები დგანან. აქ შესვლა მოხალისეებსაც აეკრძალათ. სვანიძის ქუჩაზე ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. დავით სერგეენკომ ვაკის საწარმო დაათვალიერა. დაზარალებულ ადგილებში პატრიარქიც იმყოფებოდა.

„ეპიდემიის საფრთხე, თავისთავად, ახლა არ არსებობს, მაგრამ მთელ სამ ტერიტორიაზე არსებობს გარკვეული ზონები, სადაც სპეციალური ცოდნა და უნარ-ჩვევებია საჭირო. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეცვათ ღია ტანსაცმელი როგორც მოხალისეებს, მაშველებს, დასუფთავებასაც, რომ თავიდან იქნას აცილებული კანის დაბინძურება. აუცილებელია, რომ ამ ზონებში ონკანის წყლის შეზღუდული იყოს, იმიტომ, რომ არ ვიცით, ლოკალური მილი დაზიანებულია თუ არა. იმ შემთხვევაში თუ კანი რაიმეთი გაიკაწრეს, უკვე რამდენიმე პუნქტია თბილისში გახსნილი, სადაც აცრებს ჩაუტარებენ. აცრების ჩატარება და ჭრილობის დამუშავება უფასოა,“-განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“ქალაქში ჯერჯერობით არცერთი მტაცებელი ცხოველი ნაპოვნი არ არის”