დავით სერგეენკო: მივესალმები, თუ ბიუჯეტში მეტი შესაძლებლობა გაჩნდება პენსიების გასაზრდელად

მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის წევრები იკრიბებიან. სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. დავით სერგეენკო პენსიების თემას გამოეხმაურა.

„პარლამენტის მრავალ ფუნქციასთან ერთად უმთავრესია სწორედ ბიუჯეტის პრიორიტეტებზე მსჯელობა. ჩვენ, როგორც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მზად ვართ განვახორციელოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული გუნდში. მე მივესალმები, თუ ბიუჯეტში მეტი შესაძლებლობა გაჩნდება პენსიების გასაზრდელად,“ – განმარტა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშირეგიონულ მედიაზე ზეწოლის 15-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაპენტაგონმა სირიელი ამბოხებულები 50 ტონა საბრძოლო მასალით მოამარაგა