დავით სერგეენკო – ვერეს წყალი სასმელად არ გამოიყენება, ამიტომ მასში კანალიზაციის წყლის ჩადინებას პრობლემა არ შეუქმნია

მდინარე ვერეს წყალი სასმელად არ გამოიყენება, ამიტომ მასში კანალიზაციის წყლის ჩადინებას პრობლემა არ შეუქმნია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
რაც შეეხება იმას, რომ მდინარე ვერეში მაშველებს უწევდათ შესვლა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ამ შემთხვევაში, ისედაც მაღალი იყო კანის დაზიანების შემთხვევაში ინფექციის რისკი.
“მდინარე ვერეს წყალი სასმელად არსად არ გამოიყენება, შესაბამისად, ამას პრობლემა არ შეუქმნია. რაც შეეხება იმას, რომ თვითონ წყალი დაბინძურდა, სადაც ადამიანები შედიოდნენ და სამაშველო სამუშაოებს ახორციელებდნენ, ეს ჩვენი ქცევის პროტოკოლს არ ცვლის და რეკომენდაციები, რომ კანის დაზიანების შემთხვევაში მიემართათ ექიმისთვის, ამ ვითარებაშიც სამართლიანია. კიდევ უფრო დავაზუსტებ: ჩვენ ვიცოდით თუ არ ვიცოდით და ვამბობთ, რომ ვიცოდით, ეს რისკფაქტორებს და ქცევის პროტოკოლს არ ცვლის ეპიდსაშიშროების შემთხვევაში, იმიტომ რომ, სასმელ წყლად არ გამოიყენება ვერეს წყალი და მაშველების შიგნით შესვლის დროს კი, ისედაც მაღალი იყო კანის დაზიანების შემთხვევაში ინფექციის რისკი. სწორედ ამიტომ მიმართავდნენ ისინი სამედიცინო დაწესებულებებს”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაში“როგორც თბილისსა და მთვარეს შორის მიმდინარეობს რკინიგზის მშენებლობა, ისე მიმდინარეობს აფხაზეთთან”
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოთის იუსტიციის სახლის საზეიმო გახსნა ერთი თვით გადაიდო