დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს

დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიესსაპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს.

სათანადო გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ მიიღო. საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს დავით საყვარელიძის კანდიდატურა შესთავაზა, პრეზიდენტმა თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართა, რომელმაც სათანადო გადაწყვეტილება მიიღო.
დავით საყვარელიძის უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად არჩევა მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, საყვარელიძის ადგილმონაცვლე საარჩევნო სიაში ეკა ხერხეულიძეა.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს ხვდება
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – “მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტის” გამოქვეყნებული კვლევა საქართველოში ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს