დავით საგანელიძე: თუ გეშინიათ, რომ არ მოგისმინონ, მაშინ მართლა უნდა მოგისმინონ, ძმაო

“თუ გეშინიათ, რომ არ მოგისმინონ, მაშინ მართლა უნდა მოგისმინონ, ძმაო,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა რამდენიმე წუთის წინ პლენარულ სხდომაზე გამოსვლის დროს გააკეთა.

“აი, თქვენს ხელში იქნება მოსმენების აპარატურა. რასაც აქ ვამბობ, ამას ვამბობ მეგობრებთან, სუფრაზე, ქუჩაში, ტელეფონშიც. თუ ვინმე ისეთ რამზე საუბრობთ, რომ გეშინიათ, მაშინ უნდა მოგისმინონ მართლა, ძმაო. თუ ქვეყნის დამანგრეველ თემებზე საუბრობთ, უნდა მოგისმინონ, მაგრამ არ მოგისმენენ,” – განაცხადა დავით საგანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ნატო-ს გენმდივანმა დაგმო ის მოვლენები, რაც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განვითარდა
შემდეგი სტატიაკვიტაშვილი უკრაინის პარლამენტს და მინისტრთა კაბინეტს სასამართლოში უჩივის