დავით საგანელიძე თანამდებობას ტოვებს?

saganeliტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ინფორმაციით, უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე თანამდებობას ტოვებს და საქართველოს განვითარების ბანკის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს. აღნიშნულის შესახებ ცნობილი “პოსტსკრიპტუმში” გახდა. როგორც გადაცემის წამყვანმა განაცხადა, ინფორმაცია მათ სხვადასხვა წყაროებიდან მოიპოვეს.

როდის დაემშვიდობება პარლამენტს დავით საგანელიძე? უმრავლესობის ლიდერი კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს, თუმცა მინიშნებით ამბობს, რომ უალხოეს მომავალში მის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ კომპრომატებზე საზოგადოებას გამოძიების შედეგებს გააცნობს და პარლამენტიდანაც ამის შემდეგ წავა. კომპრომატები დავით საგანელიძის წინააღმდეგ რამდენიმე თვის წინ პრესაში დაიბეჭდა, სადაც გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომ საგანელიძე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ოპოზიციაში სპეცსამსახურების მიერ ჩანერგილი აგენტი იყო.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვი დაკავებულ უკრაინელ დეპუტატს ბრალდებებს უყენებს
შემდეგი სტატიაბრიტანეთმა რუს მილიარდელებს გარიგება დაუბლოკა