დავით ონოფრიშვილი: 2016 წლის ბიუჯეტში პენსიების ზრდა არ არის გათვალისწინებული

“2016 წლის ბიუჯეტში პენსიების ზრდა არ არის გათვალისწინებული”- ეს განცხადება საკანონმდებლო ორგანოში დღეს დავით ონოფრიშვილმა გააკეთა. საპარლამენტო ოპოზიციას 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შენიშვნები აქვს. ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრი დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი გამოწვევებს სრულად არ პასუხობს.

„2016 წლის ბიუჯეტი გამოწვევებს სრულად ვერ პასუხობს. ის არის შედეგი იმ რთული წლისა, როგორიც იყო წლევანდელი წელი, როცა გაცვლითი კურსი – სავალუტო კრიზისი რეალურად მოხდა ქვეყანაში და რომლის აცილება მთვარობამ ვერ მოახერხა. ამ ბიუჯეტით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არის მხოლოდ 3 %, კოალიცია ყოველ წელს აცხადებდა, რომ ზრდა 5-6% უნდა ყოფილიყო და ეს არც ერთ წელს არ მომხდარა. პენსიების ზრდა საერთოდ არ არის გათვალისწინებული 2016 წლის ბიუჯეტში,“ – აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე: ბევრად უფრო ცივილიზებული მეთოდით ხურავთ ტელევიზიას, ვიდრე ჩვენმა ხელისუფლებამ “იმედში” შევარდნისას გააკეთა
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: ამ პარლამენტმა და მთავრობამ თავის თავი ამოწურა, ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია