დავით ნარმანია: ჩვენ გავაჩინეთ 3 ათასზე მეტი ადგილი ბაღებში

ბაგა-ბაღებში ბავშვთა რეგისტრაციის პროცესთან დაკვშირებით შექმნილ პრობლემებს თბილისის მერი დავით ნარმანია ეხმაურება.

“პრობლემას მხოლოდ და მხოლოდ ის წარმოადგენს, რომ მოთხოვნა იმაზე მეტია ვიდრე ადგილი არის საბავშვო ბაღებში. ჩვენ 3 ათასზე მეტი ადგილი საბავშვო ბაღებში უკვე გავაჩინეთ. ეს არის დამატებით გარემონტებული ფართები, ასევე დაბრუნებული საბავშვო ბაღების შენობები. ეტაპობრივად ამ პრობლემას მოვაგვარებთ. თუ ვინმეს რამე პრობლემა შეექმნა, სააგენტოში მივიდნენ,” – აცხადებს თბილისის მერი დავით ნარმანია.

banner
წინა სტატიაშიახალდაბის მოსახლეობა შველას ითხოვს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: პარლამენტის წევრობა არის ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა