დავით ნარმანია: ქონების გაცვლა მოხდა, რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა

დავით ნარმანიასთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე შტაბში იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

მთავრობის მიერ ბობოყვათის რეზიდენციის საპატრიარქოსთვის კრწანისის ტყე-პარკის სანაცვლოდ გადაცემას თბილისის მერი ეხმაურება. დავით ნარმანიას თქმით, ქონების გაცვლა მოხდა.

“ქონების გაცვლა მოხდა, რაც ჩვეულებრივი მოქმედი კანონმდებლობიდან და პროცედურებიდან გამომდინარეობს, აქ რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობა ბობოყვათის რეზიდენციის საპატრიარქოსთვის კრწანისის ტყე-პარკის სანაცვლოდ გადაცემაში მოქმედი პრემიერმინისტრის, ან ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს არ გამორიცხავს, რასაც კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევის კიდევ 3 ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიაავღანეთში დაღუპულ ვასილ ყულჯანიშვილს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ