დავით ნარმანია: “სითი პარკის” ყველა ჯარიმა, რომელიც გამოიწერა სტიქიის ადგილზე, იქნება გაუქმებული

დავით ნარმანიასთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე შტაბში იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ზოოპარკთან, სტიქიის ადგილზე “სითი-პარკის” მიერ დაჯარიმებული მანქანების მფლობელებს ჯარიმები მოეხსნებათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “სითი პარკმა” ზოოპარკთან რამდენიმე მანქანა დააჯარიმა. ეს ინფორმაცია მათთვის ცნობილია, თუმცა მერმა დასძინა, რომ ეს იყო მხოლოდ “სითი პარკის” ერთი თანამშრომლის მიერ განხორციელებული ქმედება.
“ზოოპარკთან დააჯარიმეს მანქანები, ჩვენ მივიღეთ ამაზე ინფორმაცია. ეს იყო “სითი პარკის” ერთი თანამშრომლის მიერ განხორციელებული ქმედება და ყველა ჯარიმა, რომელიც გამოიწერა სტიქიის ადგილზე, იქნება გაუქმებული”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “სითი პარკმა” ზოოპარკთან რამდენიმე მანქანა დააჯარიმა.

banner
წინა სტატიაშიFacebook-ზე მოხალისეთა ჯგუფი და ადმინების ანგარიშები გააუქმეს
შემდეგი სტატიარას საქმიანობს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და არის თუ არა ჩართული მტაცებელი ცხოველების დაჭერის პროცესში?