დავით ნარმანია პირველი ანგარიშით წარსდგა

დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია საზოგადოების წინაშე მერის რანგში პირველი ანგარიშით წარსდგა. დავით ნარმანიამ ერთი წლის მუშაობის ანგარიში თბილისის მერიაში მოქალაქეების წინაშე წარადგინა. თბილისის მერის ანგარიშში ასახულია 13-14 ივნისის სტიქიის პერიოდში გაწეული საქმიანობაც.
დავით ნარმანიას თქმით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილია მერიის სამსახურებისა და გამგეობების მიერ 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით წარმოებული სამუშაოები.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, მათ წელს პომპეზური პროექტები არ გაუკეთებიათ, მაგრამ დედაქალაქის უბნებში განახორციელეს ისეთი პროექტები, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა, რომ მერიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები, რისთვისაც ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მეორე პრიორიტეტია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, კერძოდ, გზების დაგება, შენობა-ნაგებობების გამაგრება. ნარმანიამ აღნიშა, რომ ეს პრიორიტეტები დარჩება მომავალ წელსაც.
მან საგზაო სამუშაოებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2014 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებთან შედარებით, წელს ამავე პერიოდის განმავლობაში არსებითად მეტი გზის საფარი დაიგო, განხორციელდა საინჟინრო ნაგებობებისა და სხვა ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქცია, ავარიული საცხოვრებელი შენობების კაპიტალური გამაგრება. კერძოდ, მერის განმარტებით, 45 000 მეტრ კვადრატზე დაიგო გზის საფარი, რაც 17%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს მათი წინამორბედების მიერ, ასევე მოხდა დაზიანებული ქვაფენილების აღდგენა. მთლიანად ერთ მილიონ კვარდატულ მეტრზე დაიგო და შეკეთდა გზა, რაც საკმაოდ დიდ სამუშაოებს წარმოადგენს და ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი სამუშაოები შესრულდა და ამ მოცულობის გზები მანამდე არ შეკეთებულა.
მერმა ასევე ისაუბრა, საინჟინრო ნაგებობების და სხვა ობიექტების მშენებლობაზე. ნარმანიას თქმით, წელს 11 მსხვილი ობიექტი გაკეთდა. მან ისაუბრა მეტეხის ხიდთან დაზიანებული ხიდის აღდგენაზეც და აღნიშნა, რომ ამ ხიდს 30 წლის განმავლობაში რაიმე ჩარევა აღარ დასჭირდება. ნარმანიას თქმით, უახლოეს პერიოდში ასევე გაიხსნება ახალი ხიდი, რომელიც თბილისის შემოსავლელში აღმაშენებლის ძეგლთან მდინარე დიღმულაზე კეთდება. მისივე თქმით, ამ ხიდის გამო, ორთვენახევარია საგზაო სატრანპორტო გადაადგილება არ ხდება. ნარმანიას თქმით, მათ კაპიტალურად ჩამოასხეს ბეტონის ხიდი, ჩამოისხა ასევე ხიდის კოჭები. ნარმანიამ ისაუბრა იმაზეც, რომ თბილისში ხიდების მდგომარეობა ძალიან ავარიული იყო და ლაბორატორიული დახმარების შედეგად 6 საინჟინრო ნაგებობაზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.
ნარმანიას ასევე ისაუბრა ავარიული სახლებისა და ნაგებობების შეკეთების შესახებ და აღნიშნა, რომ წელს 426 შენობა შეკეთდა და გამაგრდა.
დედაქალაქის მერის ანგარიში ასევე მოიცავს სხვა საკითხებს, კერძოდ, მერმა ისაუბრა მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმაზე მუშაობის შესახებ. მისივე თქმით, გამკაცრდა სარეკრიაციო ზონების დაცვის რეჟიმი, მშენებლობისას გაიზარდა გამწვანებული ნაწილის კოეფიციენტი. დედაქალაქის მდგრადი განვითარებისათვის თბილისის მერია “მომავლის ქალაქის” პროექტის განხორციელებას იწყებს. მისივე თქმით, ასევე ქალაქის ისტორიაში პირველად ძალაში შევიდა თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია, რომელიც მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს და დედაქალაქში გარემოსდაცვის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
დედაქალაქის მერის ანგარიში თბილისის მერიაში ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაში,,მკვლელები გაცილებით მეტს იმსახურებდნენ”
შემდეგი სტატიასააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამოსართმევად პროცედურები დაიწყო