დავით ნარმანია: მოხალისეებს რაიმე სახის შეხება საკანალიზაციო სისტემასთან არ ჰქონიათ

ყოფილ პრემიერ-მინისტეს, ბიძინა ივანიშვილის დედაქალაქის მერის პატიოსნების აღარ სჯერა

უნდა ქონოდათ თუ არა მოხალისეებს ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ მდინარე „ვერეში“ სადაც ისინი უშუალოდ მუშაობდნენ, ჩაედინებოდა კანალიზაცია, თბილისის მერი და ჯანდაცვის მინისტრი განმარტავენ, რომ ეს ინფორმაცია მათ არ უნდა ქონოდათ, იმის გამო, რომ კანალიზაცია, იმ ტერიტორიაზე სადაც ისინი უშუალოდ მუშაობდნენ არ გადიოდა.

„მოხალისეებს რაიმე სახის შეხება საკანალიზაციო სისტემასთან არ ქონიათ,“ – დავით ნარმანია.

მერის თქმით, „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ მუშაობს იმაზე, რომ ვიდრე სამშენებლო და აღდგენითი სამუშაოები არ დასრულდება ის იყოს უფრო მეტად უსაფრთხო.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, მოხალისეებისთვის, წყნეთის ქუჩის კანალიზაციის ჩადინებას არანაირი საფრთხე არ შეუქმნია.

„წყნეთის ქუჩის კოლექტორის გვერდის ავლით ჩაღვრა რომ არ განხორციელებულიყო, ახლო მდებარე კორპუსები მიიღებდა იმ რისკებს, რომ ბლოკირებული საკანალიზაციო სისტემის შედეგად, სახლში მოხდებოდა ამის ადინება, რაც გარანტირებული ეპიდემია იქნებოდა,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიმტკვარში ენოტის ლეში იპოვეს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ფინანსთა მინისტრს კუდი აეწვა