დავით ნარმანია: მდინარე ვერე თავიდან ბოლომდე უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ ზომები

თბილისის მერი ამ წუთებში ექსპერტებს ხვდება. შეხვედრაზე იმყოფებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. დედაქალაქის მთავრობის წევრები და სპეციალისტები 13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოფხვრის საკითხებზე იმსჯელებენ და განიხილავენ იმ ღონისძიებებს, რომლის გატარების შემდეგაც ვერეს ხეობა გაცილებით უფრო უსაფრთხო იქნება თბილისისთვის და თბილისელებისთვის.

შეხვედრის დაწყებამდე განცხადება ჟურნალისტებისთვის გააკეთა თბილისის მერმაც

“მდინავე ვერე კალაპოტიდან მტკვართან შეერთების წერტილამდე უნდა შევისწავლოთ და არა მხოლოდ მდინარის ის ნაწილი, რომელიც დასახლებულ პუნქტში ჩამოედინება. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ შემდგომში განვსაზღვროთ და ჩავატაროთ სამუშაოები და ეს მდინარე ნაკლები საფრთხის მატარებელი გავხადოთ დედაქალაქისთვის,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის ზარი არჩილ ხაბაძესთან და ბულვარიდან აღებული ჯიხურები
შემდეგი სტატიაერევანში სამართალდამცავების დამატებითი ძალებია მობილიზებული