დავით ნარმანია: ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ნაკვალევი კუს ტბასთან დ ვაკეშია დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 12 აღწევს

თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, სტიქიით გარდაცვლილთა რაოდენობამ 12 ადამიანს მიაღწია. ძებნის სამუშაოები გრძელდება.

ქალაქის მერი თბილისელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ნაწილის დაჭერა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

დავით ნარმანიას თქმით განსაკუთრებით საფრთხის შემცველი ტერიოტირები კუს ტბის მიმდებარედ და ვაკის რაიონი.

„ბოლო მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობა 12 ადამიანია, ჯერ კიდევ დაჭერილი არ არის ზოოპარკიდან გაქცეული ყველა ცხოველი, ამიტომ მოსახლეობას ქალაქში მოძრაობისგან თავის შეკავებას ვურჩევ. ნაკვალევი დაფისირებულია კუს ტბისა და ვაკის ტერიტორიებზე. საბურთალოსა და ვაკის ნაწილში მაცხოვრებლებსაც ვურჩევ თავი შიკაონ გარეთ მოძრაობისგან,“ – აცხადებს დავით ნარმანია.

ქალაქის მერის თქმით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

banner
წინა სტატიაშისტიქიით დაზარალებულები დროებით საცხოვრებლებში გადაყავთ
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” ოფისებში საგანგებო შტაბები ამოქმედდა