დავით ნარმანია და ლაშა აბაშიძე პრემიერ-მინისტრს ხვდებიან

ტელეკომპანია “მაესტროს” ინფორმაციით, თბილისის მერი და ვიცე მერი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დაიბარა.

შეხვედრის მთავარი თემა სავარაუდოდ, მერიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებია. შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის მთავრობის რიგით მე-6 თანამდებობის პირმა, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით თანამდებობის დატოვებას თბილისის მერი დავით ნარმანიაც გეგმავს. ამავე ცნობების თანახმად ნარმანიას მისი მოდგილე ლაშა აბაშიძე ჩაანაცვლებს.

banner
წინა სტატიაშიაი ვეივეის სახლში “ჟუჩოკი” აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიამალთაყვის ბულვარისთვის ბიუჯეტიდან 4 მილიონზე მეტი გამოიყო