დავით ნარმანია: დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინა

narmania

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საზოგადოებრივ დარბაზ “ჯაზუში” იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. როგორც ნარმანიამ განაცხადა, ეს არის უდიდესი ტრაგედია.
“მოვედი აქ იმისთვის, რომ ოჯახს და ახლობლებს მივუსამძიმრო, მივუსამძიმრო თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკიოდა ამ ადამიანზე და მის ოჯახზე, რომელიც ელოდებოდა და დღესაც ელოდება, რომ ყველაფერს დაესმევა წერტილი და გამოვლინდებიან ის ადამიანები, ვინც ამ ორ უმძიმეს, უდიდეს დანაშაულში მიიღო მონაწილეობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინა და საზოგადოება გაიგებს იმას, თუ ვინ არიან დამნაშავეები და ისინი უმკაცრესად დაისჯებიან”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში“ჟვანიას ტუჩთან დაზიანება ხელოვნური სუნთქვის ჩატარების დროს მე მივაყენე”
შემდეგი სტატიაუკრაინაში 9 დღის განმავლობაში 262 ადამიანი დაიღუპა