დავით ნარმანია: აქ არ გამოცხადებულა ევაკუაცია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვერეს ხეობაში სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც გმირთა მოედანზე მყოფმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, წვიმის შემთხვევაში ადგილზე მომუშავე ტექნიკას და ადამიანებს მდინარის კალაპოტიდან ამოსვლა გაუჭირდებოდათ და ამის გამო მიიღეს მათი გამოყვანის გადაწყვეტილება.
“აქ არ გამოცხადებულა ევაკუაცია, უბრალოდ, მდინარის ხეობაში, სადაც ტექნიკა იყო შიგნით შეყვანილი, ამოვწიეთ ზემოთ, ვინაიდან წვიმის შემთხვევაში მათ შემდეგ გაუჭირდებოდათ მდინარის კალაპოტიდან ამოსვლა. ჯერჯერობით მხოლოდ ეს არის”, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: ვერეს ხეობაში საპანიკო არაფერია
შემდეგი სტატიაNestle 50 მილიონის ღირებულების მაკარონს გაანადგურებს