დავით ნარმანიას ბავშვები ასწავლიან როგორ მართოს ქაოსი ქალაქში

დავით ნარმანიას ბავშვები ასწავლიან როგორ მართოს ქაოსი ქალაქში

დავით ნარმანიას ბავშვები ასწავლიან როგორ მართოს ქაოსი ქალაქშიგინდათ გაიგოთ სად ასწავლიან ბევშვები უფროსებს, მაგალითად ქაოსის მართვას? ან როგორ ხსნიან ბავშვები პრობლემებს კომპიუტერის გარეშე? როგორ პოულობენ ისინი საკუთარ თავს? წაიკითხეთ ინტერვიუ რომელიც „თაიმერმა“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთან, მერაბ ახობაძესთან ჩაწერა:
_ ოთხი წლის წინ შეიქმნა ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა სამსახური, რომლის დანიშნულებაა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტების დახმარება, ეს იქნება ლექციების თუ სხვა სახით. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია უკვე თითქმის არაფერი იქმნება, სტუდენტებიც შესაბამისად სხვა მენტალიტეტის გახდნენ, უმეტესობა სწავლობს მხოლოდ იმას რაც დაჭირდება საოფისე სამსახურს, პირველ კურსზე ახალგაზრდებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ და ვიდრე „გაუცივდებათ“ ეს დამოკიდებულება მანამ ვცდილობთ გზა გავუკვალოთ, ვაპოვნინოთ თავი. ჩვენ ყოველი წლის დასაწყისში სამეცნიერო ინსტიტეტებს ვუგზავნით წერილს, სადაც მათ ვთხოვთ წარმოადგინონ პროექტები, რომელშიც ჩაერთვებიან სტუდენტები.
_ შედეგი?

დავით ნარმანიას ბავშვები ასწავლიან როგორ მართოს ქაოსი ქალაქში
_ ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი და წარმატებული სტუდენტი გვყავს. ჩემს ხელში გავლილი სტუდენტიდან ბევრი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგი კერძო სექტორში დარჩა. ძალიან ძნელი ხდება ამ ბავშვების მეცნიერული კუთხით დაკავება, გარბიან იქ სადაც დიდ ხელფასს უხდიან, მაგრამ მხოლოდ კომპიუტერის და უცხო ენის სწავლა არაა საკმარისი. კომპიუტერი ადამიანს უნდა ეხმარებოდეს ინფორმაციის მოძიებაში და არა ე.წ. სწავლაში.
_ ფასიანია პროექტში ჩაბმა?
_ არა, წლის დასაწყისში რექტორი გვიყოფს თანხას, რომელიც ყველა პროექტზე ნაწილდება. თემების დასრულების შემდეგ კომისია აფასებს შესრულებულ სამუშაოს. ცოტა ხნის წინ სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც დადიან ჩვენთან, თავიანთ თემაში „სატრანსპორტო ამოცანა“, დაამტკიცეს რომ ქალაქში ახალი გზის გაყვანა პრობლემას არ წყვეტს და მაგალითად სწორედ გმირთა მოედანზე გაჭრილი გზა მოიყვანეს. ეკოლოგიას რომ თავი დავანებოთ ამ გზამ მოძრაობა არ განტვირთა. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი სხვათაშორის აღარ კეთდება.
_ და რა კეთდება, რა გეგმა გაქვთ თქვენ?
_ სხვადასხვა შეზღუდვები წესდება. 1990 წლიდან მივმართავ ქალაქის ხელმძღვანელებს, ურბანისტებს, რომ არ შეიძლება რაიმე გადაწყვეტილების აღსრულება თუ ის სისტემური მეთოდების საფუძველზე არ არის მიღებული. ყველა მტავრობას მივაწოდე “ქალაქის ფუნქციურ-სივრცული განვითარების შეფასების და მართვის ექსპერტული სისტემა”, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი! არც ერთ ქვეყანაში არავითარი გადაწყვეტილება არ მიიღება ექსპერტული სისტემის “გავლის” გარეშე! დღეს, მსოფლიოს მოსახლეობის 51 % ქალაქებში ცხოვრობს. 2050 წლისათვის მთელი მოსახლეობის 2/3 იცხოვრებს ქალაქებში.

teq-uniქალაქის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია გაცილებით მეტი ტერიტორია ვიდრე მას უკავია. ბოლო რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში, საქართველოს ქალაქებში მიმდინარე სამშენებლო პოცესები, შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც მოსახლეობის თვითშემოქმედების (1990-2003), ინვესტორთა მოთხოვნების შეუზღუდავი განხორციელების (2004-2008) და ბოლოს პოლიტიკური ურბანიზმის ზეობის პერიოდები. მიტაცებულია ფეხითმოსიარულეთა ბილიკები, საზოგადოებრივი სივრცეები, უგულვებელყოფილია მოსახლეობის კანონიერი ინტერესები. სახეზეა დაუბალანსებლობა საზოგადოების სხვადასხვა ფენების და ჯგუფების (ხელისუფლება, საზოგადოება, ბიზნეს-ინტერესები) მოთხოვნებს შორის.
თანამედროვე არქიტექტურა სოციალური პრობლემების გადაჭრაზეა ორიენტირებული. ამიტომ ქალაქების (ზოგადად – ურბანული სისტემების) განვითარების, რეკონსტრუქციის პროექტების შექმნისას არქიტექტორებს და ურბანისტებს ევალებათ გაითვალისწინონ და განახორციელონ სხვადასხვა კატეგორიებით მოაზროვნე და სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე მრავალი მიმართულების სპეციალისტების (სოციოლოგების, ეკოლოგების, იურისტების, დემოგრაფების, ეკონომისტების და სხვა) რეკომენდაციები, რჩევები, აზრები და შენიშვნები. არქიტექტორებმა და ურბანისტებმა უნდა განჭვრიტონ, თუ როგორი იქნება საზოგადოება მრავალი წლის შემდეგ, როგორი იქნება: ეკონომიკა, პოლიტიკა, კულტურა და ა.შ. სხვა.
_ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეთ რა აერთიანებთ?
_ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე, მოაზროვნე ადამიანების, სპეციალისტების ერთ ენაზე დაყვანა, ერთი მიზნის და ყველასათვის მისაღები შედეგის მიღების ორგანიზება მხოლოდ მათემატიკის, ინფორმატიკის საფუძველზე შეიძლება. ქალაქების და რეგიონების განვითარების კონცეფცია ერთდროულად უნდა მოიცავდეს როგორც კონსერვატულ, ასევე ახალ, დინამიკურ ფაქტორებს. თითოეული სახლის, კვარტლის აშენება, რეკონსტრუქცია უნდა იწყებოდეს მიზნის ჩამოყალიბებით, ხოლო მიზანი უნდა იძენდეს შესაბამის ფორმას.
თანამედროვე მეცნიერული მიმართულების ქაოსის თეორიის თანახმად, ჩვენს მიერ დაშვებულ პატარა შეცდომას, შეიძლება შემდეგში მოყვეს გამოუსწორებელი შედეგები. აქედან გამომდინარე, მდგრადი განვითარების პრინციპი გვავალდებულებს შევქმნათ ისეთი ექსპერტული სისტემები, რომლებიც საშუალებას მოგვცემენ შევაფასოთ დაპროექტების დროს მიღებული ყოველი ჩვენი გადაწყვეტილება, რათა დაშვებული არ იქნას ისეთი შეცდომები, რომელიც შემდგომ კატასტროფამდე მიგვიყვანს.
როგორც ცნობილია, ქალაქური სისტემის ფორმირება, ფუნქციონალურ-სივრცული სტრუქტურის ჩამოყალიბება და განვითარება მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება მოსახლეობის ინტერესებით და ქმედებით. ქალაქი მიეკუთვნება სტოქასტიკურ-დეტერმინირებულ სისტემათა კლასს და აქედან გამომდინარე მისი შესწავლა აუცილებლად უნდა მოხდეს შესაბამისი მათემატიკური აპარატის გამოყენებით. ჩვენს მიერ გამოყენებული და შექმნილი მეთოდოლოგია ეფუძნება და გამომდინარეობს მოსახლეობის ინტერესებისა და ქცევისაგან. მოდელს საფუძვლად უდევს ის ჰიპოტეზა, რომ თითოეული მოქალაქის ესა თუ ის არჩევანი არის დამოუკიდებელი, შემთხვევითი და ამასთანავე პროგნოზირებადი (დეტერმინირებული). რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მოქალაქის ქცევა არის შემთხვევითი, ზოგადად განსაზღვრულია მათი ინტერესები და მიდრეკილებები, სოციოლოგიური გამოკითხვების საფუძველზე”.

kio
_ კარგით, დავუბრუნდეთ ბავშვებს. .
_ დიდი სიამოვნებით. ჩვენ შევქმენით ტექნიკური უნივერსიტეტის მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია და მოვიწვიეთ ნიჭიერი სკოლის მოსწავლეები. ჩვენ ბავშვებს არ ვამზადებთ ფიზიკასა და მატემატიკაში. დასაწყისშივე ვიტყვი რომ ეს არაა ფასიანი, საბათ დღეს ვიწვევთ ბავშვებს. გვყავს მეხუთე, მეექვსე კლასელები, რომლებიც ძალიან სწრაფად და კარგად წყვეტენ პრობლემებს. მინდა აღვნიშნო რომ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მათი ასაკის მიუხედავად ერთად სხედან აუდიტორიაში, ეს ძალიან კარგი მეთოდია. ბავშვები ერთმანეთს ეხმარებიან ამოცანის ამოხსნაში, გვწერენ კითხვებს, კომენტარებს. ბავშვებს ისეთი საოცარი კითხვები და პასუხები აქვთ, ვერ წარმოიდგენთ.
_ გქონიათ თუ არა სემტხვევა, როცა ბავშვების თემები მასწავლებლებისთვის საინტერესო ყოფილიყოს?
_ რათქმა უნდა.
_ ბავშვების რაოდენობა განსაზღვრულია?
_ არა. ჩვენთან რჩებიან ის ბავშვები რომელთაც შემოქმედებითი იდეები აქვთ. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ ვამზადებთ ბავშვებს, ჩვენ ვეხმარებით მათ ენეგრია არ გაფლანგონ. გვაქვს იდეა გავაკეთოტ საზაფხულო სკოლა, გვინდა გავიყვანოთ ბავშვები ქალაქგარეთ, დავასვენოთ ისინი და თან ვიმუშაოთ პროექტებზე, თემა წინასწარ ეცოდინებათ.

banner
წინა სტატიაშისოჭში კოკისპირული წვიმა მოვიდა–ფოტოები “თაიმერს” სოჭელმა კოლეგებმა მიაწოდეს
შემდეგი სტატიასოჭი – თაიმერის ექსკლუზიური ფოტოები