დავით ნარმანიამ გზების რეაბილიტაციის სამუშაოების დაგვიანების მიზეზები განმარტა

narmania

ქალაქის მერის განცხადებით, მომდევნო კვირიდან თბილისში სამუშაოები 8 ქუჩაზე დაიწყება.

დავით ნარმანიამ დღეს გზების რეაბილიტაციის სამუშაოების დაგვიანების მიზეზები განმარტა, რითაც ნაციონალური მოძრაობის დღევანდელ აქციის მონაწილეებს პასუხი გასცა.

„მომდევნო კვირას უკვე იწყება 4 მილიონის ღირებულების საგზაო სამუშაოები. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთ ტენდერში 2 კომპანიამ უჩივლა ერთმანეთს და, შესაბამისად, ამის განხილვა მიმდინარეობდა სასამართლოში და დაახლოებით 3 კვირით დაიგვიანა სამუშაოების დაწყებამ. თუმცა, ახლა უკვე ბოლო სტადიაა. დაკონტრაქტდება გამარჯვებული კომპანია და დაიწყებს სამუშაოებს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერს გზების რეაბილიტაციისკენ “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა. საკრებულოს დეპუტატებმა და არასამთავრობოებმა აქცია პერფორმანსი თევდორე მღვდლის ქუჩაზე მოაწყვეს.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” დავით ნარმანიას გზების რეაბილიტაციისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია17 მაისს ჰომოჰობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე აღარ გაიმართება