დავით ნარმაია მთავრობის სხდომას ესწრება

დედაქალაქის მერი მთავრობის სხდომაზე იმყოფება. მთავრობის სხდომაზე შესვლამდე დავით ნარმანიას კომენტარი არ გაუკეთებია. სავარაუდოდ, მინისტრთა კაბინეტი მისგან მერიის მაღალჩინოსნის დაკავების თაობაზე განმარტებებს იღებს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ჯოკია ბოდოკია დააკავეს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10% – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 11-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს თავმჯდომარე ბოდოკიას საქმეზე სხვა პირების დაკავებას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატია„მინსკის მოლაპარაკებების შედეგები საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია“