დავით მარტიაშვილი: ჩვენ მზად ვართ მოვკვდეთ უკრაინისთვის და მოგვეცით ამის უფლება

გუშინ უნკრაინულ გამოცემა ,,უკრინფორმის,, პრეს-სტუდიაში პრესკონფერენცია გამართეს უკრაინული ბატალიონ ,,დონბასის,, მებბრძოლებმა. მათ შორის იყო ქართველი მეომარი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი ვიცე პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი და რამდენიმე უკრაინელი მეთაური. ბატალიონის მეომრებმა ისაუბრეს მათ მიერ განვლილ გზაზე, იმ ბრძოლებზე, რომელიც მათ შვიდი თვის მანძილზე გადაიტანეს უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში. მათ დაგმეს მათი ყოფილი მეთაურისა და ამჟამად რადას დეპუტატის სემიონ სემიონჩენკოს მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელმაც როგორც ბატალიონს, ასევე უკრაინის სახელმწიფოს, დიდი დანაკარგები მოუტანა! მათ ყოფილ მეთაურს დასდეს ბრალი, იმ ტრაგედიისთვის, რაც ბატალიონმა იელოვაისკში განიცადა. მათი თქმით ამ დროს ბატალიონმა თავისი პირადი შემადგენლობის 70% დაკარგა, დაღუპულებისა და ტყვედ ჩავარდნილების სახით. დავით მარტიაშვილის აზრით, ამ მოღალატურმა პროვოკაციამ სემიონჩენკოს მხრიდან, რაც იელოვაისკში ბატალიონის გაგზავნას მოყვა, უკრაინული ძალები იმ მომენტისათვის დემორალიზებული გახადა და აიძულა პრეზიდენტი პოროშენკო, 5 სექტემბერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამარცხვინო ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი. ბატალიონის მებრძოლებმა მაღალი შეფასება მისცეს ამ დღეებში მიმდინარე იპერაციებს დონბასის რეგიონში და განაცხადეს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა უკრაინულმა სარდლობამ გამჭრიახობით აჯობა რუსულ სარდლობას. ბატალიონ ,,დონბასის,, მეთაურები აცხადებენ, რომ მათი ფირმირება უკრაინის ნაციონალური გვარდიის რიგებში გადადის და ამ ბატალიონს ,,კუბანი,, დაერქმევა, რადგან მათი განცხადებით, ყუბანი ისტორიულად უკრაინული მიწაა და ისინი ამ მიწის დასაბრუნებლადაც იბრძოლებენ, რომ რუსეთმა ,,ნოვოროსიის,, ნაცვლად, ,,ნოვოუკრაინა,, მიიღოს. მებრძოლებმა მკაცრად გააკრიტიკეს უკრაინის მთავრობა და პარლამენტი, მოღალატე პირების მიმართ მინიჭებული პრივილეგიებისა და უკრაინაში მებრძოლი უცხოელი მეომრების სტატუსის მოუგვარებლობის გამო. უცხოელ მეომრებზე და უკრაინაში მათი მდგომარეობაზე საუბრისას, დავით მარტიაშვილმა განაცხადა: ,,მე ოთხი ომი უკვე გავიარე… ეს ომი მეხუთე ომია, რომელშიც ვღებულობ მონაწილეობას და უკრაინის ომზე ბუნძური ომი მე დღემდე არ მინახავს. აქ გულგრილობა, გამორჩენა, სიხარბე ერთმანეთშია არეული… ზოგიერთი ადამიანისთვის ეს დრო ახალი მიღწევებისათვის ხელსაყრელ დროდ იქცა… ეს ადამიანები ფულისა და თბილი ადგილების შოვნისთვის იბრძვიან და ამ დროს უკრაინის საუკეთესო შვილები, სამშობლოსათვის ომში იღუპებიან. მიუხედავად ყველაფრისა, მე ბედს მადლობას ვეუბნები , რომ მომეცა საშუალება ამ ქვეყნის საუკეთესო შვილებთან ერთად დამეცვა უკრაინის სუვერენიტეტი,, უცხოელი მეომრების ძირითად პრობლემად მარტიაშვილი უკრაინის კანონმდებლობის გაუმართაობასა და კაზუსებს მიიჩნევს, რომლის გამოც მათ 7 თვიანი ბრძოლის შემდეგ, უკვე იარაღის დაჭერის ყფლებას არ აძლევს. ,,ყველა მეომარმა იცის აქ რატომ ჩამოვიდა… ჩვენ მზად ვართ ვიომოთ და თუ საჭირო გახდა მოვკვდეთ უკრაინისთვის… მოგვეცით უფლება, რომ უკრაინა დავიცვათ და არა სემიონ სემიონჩენკო. ჩვენ უკრაინისთვის ომი გვინდა და არა საზარბაზნე ხორცად ყოფნა,, აცხადებს მარტიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდავოსში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს
შემდეგი სტატიაიური ვაზაგაშვილი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა