დავით ლილუაშვილი-მაღალია რისკი ქვეყანაში დაიწყოს დესტაბილიზაცია

დავით ლილუაშვილი:-„მაღალია რისკი ქვეყანაში დაიწყოს დესტაბილიზაცია“

დავით ლილუაშვილი:-„მაღალია რისკი ქვეყანაში დაიწყოს დესტაბილიზაცია“არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს არ დაუშვას ქვეყანაში მოსალოდნელი დესტაბილიზაცია.
-“მას შემდეგ რაც საზოგადოებაში გაჩნდა განწყობები ვადამდელ(რიგგარეშე) საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო გააქტიურება და რევანშისთვის მზადება. ნაციონალები კარგად ხვდებიან, რომ საზოგადოებაში თუ ხელისუფლების მისამართით არსებობს გარკვეული პრეტენზიები, მათ მიმართ საერთოდ ქრონიკული, ანტაგონისტური დამოკიდებულებაა.

სწორედ აქედან გამომდინარე, ნაციონალებმა იციან, რომ არჩევნებზე სასურველ შედეგს ვეღარ მიიღებენ, ამიტომ იწყებენ 21 მარტს ქუჩაში გამოსვლას და საპროტესტო აქციებს.
ვინაიდან „ნაცმოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომლის გაცხადებული მიზანია ხელისფლებაში დაბრუნება და მის რეზერვში შედის ყოველგვარი ანტიკონსტიტუციური მოქმედებები, მაღალია რისკი ქვეყანაში დაიწყოს დესტაბილიზაცია.

მოვუწოდებ ხელისუფელებას, ერთის მხრივ პრევენციული ღონისძიებებით არ დაუშვას ქვეყანაში მოსალოდნელი დესტაბილიაცია და მეორეს მხრივ უმოკლეს ვადაში დაიწყოს შეხვედრები არასაპარლამენტო ოპოზიციასთან საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან და ვადამდელი არჩევნების თარიღის განსაზღვრასთან დაკავშირებით” – ნათქვამია მიმართვაში.

 timer.ge

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში უკრაინელი დეპუტატი დაიჭირეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: მოსახლეობას გაზის საფასური არ გაუძვირდება