დავით კირკიტაძე: პროკურატურა და ფინანსური პოლიცია ივანიშვილის პოლიტიკური იარაღია

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დავით კირკიტაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

საქმე ეხება მისი ქვემო ქართლის გუბერნატორობის პერიოდს. კერძოდ, რუსთავის ავტობაზრობაზე ორი ერთეული სპეც-ტექნიკის არამიზნობრივად გამოყენებას.

პროცესის დაწყებამდე ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა მთავარი პროკურატურა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდება პოლიტიკური ნიშნით არის მოტივირებული.

“პროკურატურა და ფინანსური პოლიცია არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური იარაღი. ეს საქმე და სხვა საქმეები არის პროლიტიკურად მოტივირებული,” – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დღევანდელ სხდომაზე ყოფილი რწმუნებულის უფლებადამცველები დავით კირკიტაძის წინააღმდეგ წარმოებული საქმის განხილვის შეწყვეტის მოთხოვნით გამოვლენ. მათ მიაჩნიათ, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის.

banner
წინა სტატიაშიფოთის პორტში 3 დღიანი გაფიცვა გრძელდება
შემდეგი სტატია“ნაციონალურმა მოძრაობამ” ძალოვან მინისტრებთან შეხვედრა დატოვა