დავით კეზერაშვილს კიდევ ერთი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებული, როგორც ყოფილი თანამდებობის პირი, გარემოცვის საშუალებით მოწმეებზე გავლენას მოახდენდა.
დაცვის მხარე განჩინების გასაჩივრებას გეგმავს.