დავით ზალკალიანმა “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზალკალიანმა პარტია დატოვა. ზალკალიანმა აღნიშნულის მიზეზად მისი არასამთავრობო სექტორში გადასვლა დაასახელა.

დავით ზალკალიანი პარტიის შიგნით მომხდარი პოლიტიკური განხეთქილების გამო “თავისუფალი დემოკრატების” დატოვებას არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მას ალასანიას გუნდიდან “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობის გამო არ გადაუწყვიტავს.

როგორც ზალკალიანი აცხადებს, გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორია სრულიად თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკურად, შესაბამისად, პარტის დატოვების მიზეზიც ეს გახდა.

“მე ვარ ლევან მიქელაძის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უნდა იყოს პოლიტიკურად მიუკერძოებელი და სწორედ იმის გამო, რომ გადავწყვიტე არასამთავრობო სექტორში გავაგრძელო საქმიანობა, ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მე დავტოვე “თავისუფალი დემოკრატები”, – განუცხადა საინფორმაციო სააგენტო “პირWელს” ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაში,, პრეზიდენტის სახელმწიფოებრივ მიდგომას მთავრობა ყოველთვის სახელმწიფოებრივი მიდგომით არ პასუხობს”
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” – 2016 წელს პენსიების 50 ლარით ზრდა შესაძლებელია