დავით დონდუა – ჩვენთან მიმდინარეობს ზუსტად იგივე პროცესი, რაც უკრაინაში ანექსიის კუთხით

ჩვენთან მიმდინარეობს ზუსტად იგივე პროცესი, რაც უკრაინაში ანექსიის კუთხით, – აღნიშნული განცხადება ფრაქცია “თავისუფალ დემოკრატებთან” შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ გააკეთა.

დონდუას ოპოზიციამ საქართველოს თემისა და პრობლემატიკის საერთაშორისო პარტნიორების რადარებიდან გაქრობის თაობაზე ჰკითხა.

“რაც შეეხება საქართველოს გაქრობას, თუ არ გაქრობას რადარებიდან, ამას ობიექტური მიზეზებიც აქვს. სამწუხაროდ, თუ არასამწუხაროდ, უკრაინამ გადაფარა. როდესაც ყურადღება მახვილდება ჩვენს რეგიონზე, აღმოსავლეთ ევროპაზე, ყოფილ საბჭოთა კავშირზე მთელი ყურადღება არის უკრაინაში. ამას აქვს პლუსებიც და მინუსებიც. პლუსია, რომ ჩვენ არ ვართ ისეთ მძიმე მდგომარეობაში უსაფრთხოების მხრივ, ანუ არ არის სროლა და სისხლისღვრა, მაგრამ არის მეორე საფრთხე, რომელიც შეიძლება უფრო დიდი იყოს. ჩვენთან მიმდინარეობს ზუსტად იგივე პროცესები, რაც უკრაინაში ანექსიის კუთხით. მთავარი მესიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან ჩვენს ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან ჟღერდება არის ის – ნუ მოგატყუებთ, რომ თქვენ ყოველდღე ტელევიზორებში და პრესაში არ ხედავთ ისეთ ინფორმაციებს, რომელიც უკრაინიდან მოდის. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის სიწყნარე და სტაბილურობა. ზუსტად იგივე პროცესები მიდის საქართველოში, ოღონდ გაცილებით რთული ფორმით. ჩამოყალიბებული მესიჯი გვაქვს – ეს არის მძიმე ფორმა დაავადების, რომელიც ვითარდება სიმპტომების გარეშე და როცა აღმოჩნდება, მერე უკვე გვიან არის რაღაცის გაკეთება”, – განაცხადა დავით დონდუამ.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ყირიმის სცენარის შესაძლო განვითარებაზე საუბრობს
შემდეგი სტატია“MAP-ი სავარაუდოდ არ იქნება”