დავით დეფი გოგიბედაშვილი: ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება მინისტრთა კაბინეტის სრული დათხოვნა

,,ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქციას ესწრება დავით დეფი გოგიბედაშვილიც. ის მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი მინისტრთა კაბინეტის დათხოვნა და მთავრობის წევრების მიერ პოსტების დატოვებაა.

,, არის სრული სტაგნაცია, გონიერების სტაგნაცია. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება მინისტრთა კაბინეტის სრული დათხოვნა, პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება და მოსვლა ისეთი პოლიტიკოსების, რომელთაც აქვს უნარი შეიგრძნონ პროგრესი და განაგრძონ ქვეყნის განვითარება და წინსვლა. საქართველოს აქვს შანსი იყოს საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში და ამ შანს ართმევს ის ადამიანი, ვინც არის ბოლომდე შეპყრობილი საკუთარი კომპლექსებით, საკუთარი ილუზიებით და ტყუილებით”, -ა ცხადებს დეფი გოგიბედაშვილი.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი საბჭოთა კავშირს იხსენებს
შემდეგი სტატია,,ისლამური სახელმწიფო,, შუა აზიაში გამოჩნდა