დავით ბაქრაძე: ხელისუფლებას შეეშინდა ჩვენი, ამას აქ სპეცრაზმის რაოდენობა მოწმობს

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

11033915_1570951899856478_718269420_o“ხელისუფლებას შეეშინდა ჩვენი, ამას აქ სპეცრაზმის რაოდენობა მოწმობს, ჩვენ გვეამაყება პოლიცია და არ გვეშინია მისი,”- ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა.

“დღეს რომ მოვდიოდით, სპეცრაზმი ისეთი რაოდენობით იყო მობილიზებული, რომ ფაქტია, დღეს ხელისუფლებას რეალურად შეეშინდა. ჩვენ არ შეგვშინებია და არასდროს შეგვეშინდება პოლიციის. მივესალმები იმ პოლიციას, რომელიც ჩვენ შევქმენით. მე მინდა, მივესალმო მათ. სამწუხაროდ ამ ხელისუფლებამ პოლიციას ყუშიტაშვილები დაასვა თავზე და სპეცრაზმელები ციხეში ჩასვეს. მივესალმებით პოლიციას. ჩვენ არ გვეშინია. გილოცავთ, დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი შეეშინდა. ჩვენ მივაღწევთ მშვიდობიანად ჩვენ მიზნებს და შევცვლით ხელისუფლებას,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილი: ჩვენ მთავრობა კი არა, ვიგინდარების ჯგუფი გვყავს
შემდეგი სტატიაზაზა ბიბილაშვილი: ხელისუფლების სათავეში კი არიან რუსეთის მონები