დავით ბაქრაძე: ქვეყანას შუღლისა და დაპირისპირების დასრულება სჭირდება

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი თელავში მოსახლეობას შეხვდა. დავით ბაქრაძე თელავის ბაზარში იმყოფებოდა და რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს მოსახლეობასთან შეხვედრები ჰქონდა თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულსა და კურდღელაურშიც, სადაც ბაქრაძემ ადგილობრივების კითხვებს უპასუხა და ეკონომიკურ პრობლემებზე და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრა

“ჩვენს ქვეყანას შუღლისა და დაპირისპირების დასრულება და კონკრეტული სამოქმედო გეგმა სჭირდება თუ როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან და ასევე სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ამ გეგმას ეფექტურად განახორციელებს,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში2-3 ივნისს საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ილვესი ეწვევა
შემდეგი სტატიააქვს თუ არა უკრაინის პრემიერობის ამბიციები მიხეილ სააკაშვილს?