დავით ბაქრაძე: რიგის სამიტზე მივდივართ ძალიან მნიშვნელოვანი შესრულებული სამუშაოებით

ევროინტეგრაციის მინისტრს იმედი აქვს, რომ რიგის სამიტი საქართველოს შექმნილ მოლოდინებს არ გაუცრუებს. დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ასოცირების გეგმის შესრულების პროცესში ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

მისივე თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და იმედი გამოთქვა, რომ პროგრესი სამიტის დეკლარაციაში სათანადოდ აისახება.

„რიგის სამიტზე მივდივართ ძალიან მნიშვნელოვანი შესრულებული სამუშაოებით, რეფორმებით, რომელიც განვახორციელეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებაზე მაქსიმალურად დაფიქსირდეს ის პროგრესი, რაც საქართველომ განიცადა. ჩვენი კულტურით, ისტორიით, საქართველო ევროპის ნაწილია და იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან ხმამაღლა კიდევ ერთხელ გაცხადდება ამ მაღალი ტრიბუნიდან,“ – განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიმცირეწლოვანი ბავშვების ცემის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიადაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს