დავით ბაქრაძე : ვითხოვთ პრეზიდენტთან შეხვედრას

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ეხმაურება და საგანგებო განცხადებას აკეთებს.

“სრულიად ნათელია, რომ საზოგადოებაში რადიკალურ ცვლილებებს ითხოვენ. არსებული მართვის სტილმა წარმოდგენილმა კნადიდატმა, მთავრობის უნიათობამ, საზოგადოება და ქვეყანა ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა. პარლამენტში წარმოდგენილი კაბინეტი არის იგივეს განმეორება, რაც აქამდე იყო და რამაც ქვეყანა ეკონომიკური კრიზისში შეიყვანა და არასტაბილურობის განცდა შექმნა. ვიზიარებთ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას, უფრო მეტიც ველით პრეზიდენტისგან, რომ ეს ერთი კვირა დროის გაწელვა არ იქნება და ის რეალურ ნაბიჯებს გადადგამს, რომ საზოგადოებამ და ქვეყანამ რეალური ცვლილებები მიიღოს. მზად ვართ ამ პროცესში ჩავებათ. ვითხოვთ პრეზიდენტთან შეხვედრას. მთავარია, რომ მივიღოთ ამ 7 დღეში რეალური შედეგი. ჩვენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს არაფორმალური მართვის დასრულება და მთავრობის სრული ფორმირება. ჩვენ მზად ვართ ამ პროცესში აქტიურად ჩავერთოთ,” – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: მე პრობლემას ვერ ვხედავ
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური – მარგველამ ქუთაისში მიმავალი მთავრობა რიკოთიდან მოატრიალა