დავით ბაქრაძე: არასდროს ყოფილა ამდენი კითხვის ნიშანი საქართველოსთან დაკავშირებით

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს. დავით ბაქრაძე, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად უკვე შეხვდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.

„15 წლის განმავლობაში, რაც მე რეგულარული კონტაქტი მაქვს შეერთებული შტატების კანონმდებლებთან, არასდროს ყოფილა იმდენი კითხვის ნიშანი და იმდენი შეშფოთება საქართველოსთან დაკავშირებით, როგორც ამ ვიზიტის განმავლობაში დამხვდა ვაშინგტონში,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

უმცირესობის ლიდერის განცხადებით, ქვეყნის ამოცანა შეერთებული შტატების მხარდაჭერის შენარჩუნებაა, ვინაიდან ეს მხარდაჭერა ნიშნავს საქართველოს მომავალს.

„მე ძალიან მაწუხებს ის პესიმიზმი, ის შეშფოთება, რომელიც ვაშინგტონში არსებობს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და საქართველოს მომავალთან დაკავშირებით,“-განაცხადა უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშირიჩარდ ნორლანდი: საქართველო ამ მხრივ ნამდვილად არ არის უნიკალური შემთხვევა
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე მცირე შეზღუდვებია