დავალება ილია მეორის ნათლულებს და მათ ოჯახებს- რა სთხოვა მათ პატრიარქმა?

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე მის ნათლულებს და მათ ოჯახებს ორი დავალება მისცა. უწმინდესმა მათ დაავალა, მოძებნონ ისეთი გაჭირვებული ადამიანები , რომლებსაც არ ჰყავთ მომვლელები და მოუარონ, ასევე, დარგონ 7 მარადმწვანე – კედრის ან ნაძვის ნერგი.

“ჩემს ნათლულებს და მათ მშობლებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ გამონახონ გაჭირვებული ადამიანები. მრავალი ადამიანია მწოლიარე, მრავალ ადამიანს არ ჰყავს მომვლელი, წყლის მიმწოდებელიც კი. გამონახეთ ასეთი ადამიანები და კვირაში ერთხელ მაინც მიდით და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ. ეს იქნება საჭმლით, ჩასაცმელით თუ თბილი სიტყვით”, – ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, პატრიარქის ნათლულებმა და მათი ოჯახის წევრებმა 7 მარადმწვანე ნერგი უნდა დარგან.

“მეორე დავალება არის, რომ ჩემი ნათლულების ყველა ოჯახმა დარგოს მათი შვილების საკეთილდღეოდ ხეები. 7 მარადმწვანე ნერგი – კედრის და ნაძვის. ეს ორი დავალება უნდა შეასრულოთ და მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა უხვად გადმოვა თქვენზე”, – ბრძანა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია გათავისუფლებულ თანამშრომლებს თანამდებობებზე დროებით აბრუნებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ნემცოვი მოკლა სისტემამ, რომელიც პუტინმა შექმნა