„დადგა დრო, ჰააგის პროკურორმა გადაწყვეტილება მიიღოს, ჩაებმება თუ არა გამოძიებაში”- თეა წულუკიანი აგვისტოს ომზე

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ეთნიკური წმენდის ნაწილში საქართველოს მთავარი პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს ჰააგის პროკურორის ოფისთან, ამ თემაზე დღეს განცხადებები გააკეთა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანმა დღეს დაადასტურა, რომ ჰააგის პროკურორის ოფისი 2008 წლიდან იკვლევს ამ ომის ფაქტებს და ახლა უკვე იგეგმება ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

„დადგა დრო, რომ ჰააგის პროკურორმა გადაწყვეტილება მიიღოს, ჩაებმება თუ არა გამოძიებაში, როგორც ჩანს, ეს ასე მოხდება. საქართველოს მიზანია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, მათთან ერთად, საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განვახორციელოთ და მათ ჩვენთან ერთად ბოლომდე გამოვაძიებინოთ ის ეთნიკური წმენდის ფაქტები, რომლის მსხვერპლი ჩვენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გავხდით. სახეზე იყო აგრესია, აგრესია რუსეთის მხრიდან. რომის სტატუტის თანახმად, ჩვენი ვალია, რომ მათთან ბოლომდე ვითანამშრომლებთ.

ჰააგის სასამართლო რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმეს არ იძიებს, რადგან იგი სისხლის სამართლის სასამართლოა. ჰააგის სასამართლოში შეიძლება კონკრეტული ინდივიდების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა გენოციდი, ომის დანაშაული, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და სხვა.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ, მაგრამ რუსეთი არ არის რომის სტატუტის წევრი ქვეყანა, ეს მდგომარეობას არავის უმსუბუქებს, პირიქით,ვინაიდან ჩვენი ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოხდა ის ფაქტები რომელიც ჰააგის სასმართლოს განსჯადი იქნება, შეიძლება, რომ ყველა მოქალაქეობის მქონე, მათ შორის რუსი მოქალაქეები პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები შესაძლოა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოიძიოს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა
შემდეგი სტატია“ჩვენი ინტერესია დადგინდეს ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტები ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან” – ეკა ბესელია ჰააგის სასამართლოს განცხადებაზე