დადაევს ნემცოვის მკვლელობისთვის შეპირებული ჯილდო არ მიუღია

ბორის ნემცოვის მკვლელობა - პასუხგაუცემელი კითხვები

ჩვენებებში, რომელიც ზაურ დადაევის, როგორც რუსი პოლიტიოსის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულის, მიერ არის მიცემული, მან ხელახლა გაუსვა ხაზი იმას, რომ პოლიტიკოსი ფულის გამო არ მოუკლავს.
ის აცხადებს, რომ მკვლელობა არა „ჯილდოს“, არამედ რელიგიური შეხედულების გამო ჩაიდინა. თუმცა ვინმე რუსლიკი მას დაპირდა, რომ თუკი „ალაჰის გამო“ ისინი ნემცოვს თავიდან მოიშორებდნენ, დადაევი და ანზორ გუბაშევი მადლობის სახით 5 მილიონ მანეთს მიიღებდნენ.
„არც მკვლელობამდე და არც მას შემდეგ ჩემთვის ფული არავის მოუცია. მე ის არ მჭირდება, მე ეს ალაჰის გამო გავაკეთე, რადგან ნემცოვმა მუჰამედს შეურაცხყოფა მიაყენა. ღმერთს პატიებას ვთხოვ იმის გამო, რომ ნემცოვი სიცოცხლეს გამოვასალმე“ – გნაცხადა დადაევმა დაკითხვისას.
ის მზად არის შემთხვევის ადგილზე აჩვენოს როგორ მოკლა ნემცოვი, თუმცა ეს საგამოძიებო ოპერაცია არ ჩატარებულა. სავარაუდოდო, დადაევმა უარი განაცხადა ჩვენებაზე.

რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ნატოს საწვრთნელი ბაზების საქართველოში განლაგება, ასევე რუსეთის ირგვლივ დასავლეთის „სანიტარული საზღვარი“ , ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცსთვის საშიშროებას წარმოადგენს.
„საზღვარი, რომლის შექმნასაც ცდილობენ დასავლეთი და აშშ რუსეთის ირგვლივ, საშიშია არა მხოლოდო აფხაზეთისთვის, არამედ სრულიად პოსტსაბჭოთა სივრცისთვის“ – სააგენტო ТАСС ავრცელებს ხაჯიმბას სიტყვებს. ხაჯიმბამ დაამატა, რომ რეგიონის უსაფრთხოება მიმდინარე მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
რამდენიმე ხნის წინ რუსეთის შიდაპოლიტიკურმა უწყებებმა უკმაყოფილება გამოთქვეს რუმინეთში ნატოს ძალების განლაგების გამო.
ევროპაში ნატოს ძალების წარმომადგენლმა ჯეინ ჯანსენმა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ირონიული კომენტარი გაუკეთა: „რუსეთი ამბობს, რომ ნატოს რუმინეთში სწავლებები „კონფრონტაციულ ხასიათს ატარებს“. ჩვენ და თქვენ ერთიდაიგივე ბანქო გვაქვს?“ – დაწერა ჯანსენმა საკუთარ ტვიტერ გვერდზე. განცხადებას ბანქოს ილუსტრაცია მოყვებდა. ჯეისენმა დემონტრირება გაუკეთა იმას, რომ რუმინეთ-რუსეთს შორის მანძილი 1000 კილომეტრია და ამ ორ ქვეყანას ერთობლივი საზღვარი არ გააჩნია.
ნატოს ყველა სწავლება რეგიონებში უსაფრთხოებისკენ არის მიმართული, რომელმაც მშვიდობა და ნატოს პარტნიორებს შორის სტაბილურობა უნდა გააძლიეროს.

banner
წინა სტატიაში„საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ძალები სრულად გამოვიყენოთ“ – ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი
შემდეგი სტატიაკონფერენცია „ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა საწარმოთა მდგრადობის მისაღწევად“ 12 ქვეყნის ბიზნესგაერთიანებათა წარმომადგენლებს უმასპინძლებს