გურჯაანში საპატრულო პოლიციის მანქანას ესროლეს

policia

თავდასხმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟზე. დღეს დილით გურჯაანში საპატრულო პოლიციის მანქანას ესროლეს.

შემთხვევა გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღით ისროლეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციის ავტომობილს მინები აქვს ჩამსხვრეული.

სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს გაზგასამართი სადგურის თანამშრომლები.

მიმდინარეობს გამოძიება, ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი საფრანგეთში კატასტროფის ადგილზე გაემგზავრება
შემდეგი სტატიაავიაკატასტროფა საფრანგეთში – ყველა მგზავრი დაღუპულია