გურჯაანში ნაცემი მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება გურჯაანში ნაცემი 1 წლის ბავშვი. მისი მკურნალი ექიმის განცხადებით, ბავშვს აქვს დაზიანება თავის ტვინზე, ასევე დაჟეჟილობა მთელს სხეულზე. თუმცა, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მეორე დაშავებულს – ორწელიწადნახევრის ბიჭს მიღებული აქვს ტვინის შერყევა და სხეულის დაჟეჟილობა.

მესამე დაზარალებული – 4 წლის ბიჭი გურჯაანის საავადმყოფოში რჩება. მისი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ გურჯაანში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ბავშვები სასტიკად სცემა, უკვე დაკავებულია. ის წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი. მისთვის ორი ბავშვი მისი გერია, ერთი კი – შვილი. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

სოციალური მუშაკის თქმით, მას შემდეგ რაც ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდება, მათ მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩასვამენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ბათუმს და ზოგადად აჭარის რეგიონს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი
შემდეგი სტატია“სასტუმრო hilton-ი მიშამ დაგეგმა, ღარიბაშვილს არ აქვს უფლება – გახსნას”