გურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პატიმარი ბათუმში დააკავეს

გურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პატიმარი ბათუმში დააკავეს. ამის შესახებ “ფეისბუქზე” შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიან წერს. უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მალე გაავრცელებს.
პოლიციას 3 თებერვალს გურჯაანის სასამართლოდან პატიმარი გაეპარა.
პატიმარი სასამართლოდან მას შემდეგ გაიპარა, რაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
პატიმარ დიმიტრი ხაჩიაშვილს, რომელიც სოფელ ველისციხიდან არის, ბრალი ადამიანის ცივი იარაღით დაჭრაში ედება.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციის წინადადებას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ უმრავლესობა არ ეთანხმება
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა