გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტის კარი აჭედილია

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტის კარი გამგეობაში დღეიდან აჭედილია. გიორგი ღვინიაშვილის სამუშაო ოთახთან გამოკრულია საპროტესტო პლაკატებიც. გურჯაანის გამგეობის შენობაში დაცვის პოლიციაა მობილიზებული.

ღვინიაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ბლოკირებული აქვს გამგეობის შენობა.

გვაქვს ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღებიდანაც იძახებენ ხალხს. ეს ხალხი მზად არის და დავალება აქვთ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზეც გადავიდნენ. თუ ხელისუფლებას გონია, რომ თუნდაც ერთი ოთახის, ან გამგეობის ბლოკირებით შეაჩერებს ან ამ კომისიის მუშაობას, ან იმ ბრძოლას, რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას სწორედ ამ ხელისფლებას და საქართველოს უკუსვლას, ძალიან ცდებიან,” – განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

გურჯაანის გამგებელს არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ გააკრა პლაკატები. მისი თქმით, შესაძლოა გუშინდელი დღის შემდეგ მოსახლეობასაც გაუჩნდა პროტესტის გრძნობა.

“ყველამ კარგად იცის რა მოუტანეს ქვეყანას. ყურძენი გადასაყრელი გაუხადეს ხალხს და ატამი, რომ დაულპეთ. მე მოსახლეობას ვერ ავუკრძალავ კანონის ფარგლებში გააკეთოს ის, რასაც თვლის საჭიროდ,” – განმარტა გივი გერგიძემ.

banner
წინა სტატიაშიმინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილისთვის შავლიაშვილის გადადგომა მოულოდნელი იყო