გურიის ახალი გუბერნატორი გია სალუქვაძეა

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულად გია სალუქვაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გურიის ახალ გუბერნატორს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა მას წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. გია სალუქვაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ–მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის.

გურიის ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა, არის მეცნიერებათა დოქტორი. იგი დღემდე იკავებდა სს გეს “საქრუსენერგო” -ს გენერალური დირექტორის მრჩევლის პოსტს. არის ყოფილი პოლიტპატიმარი. ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.

banner
წინა სტატიაშიხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს დახმარება გადაეცემათ
შემდეგი სტატია“თაიმერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს