გურიაში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს სამი ტყვია ესროლეს

ლანჩუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ნუგზარ ცინცაძე დაჭრეს – რუსთავი2-ის ინფორმაციით, ცინცაძეს სამი ტყვია აქვს მოხვედრილი და ის ამჟამად, ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფოშია მოთავსებული, თუმცა, იმის გამო, რომ ერთი ტყვია მას ფილტვში აქვს მოხვედრილი, ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ვერ ხერხდება.

ამჟამად, პაციენტს განმეორებითი გამოკვლევისთვის ამზადებენ.

როგორც დაჭრილის მეუღლე, იამზე ჩხაიძე ამბობს, ნუგზარ ცინცაძე ყოფილი გამგებლის ოჯახში ფანჯარასთან იდგა, როდესაც მას ეზოდან ცეცხლი გაუხსნეს.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. სამართალდამცავთა განცხადებით, ეჭვმიტანილთა ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებები მათ დასაკავებლად.

ნუგზარ ცინცაძეს სამი ტყვია აქვს მოხვედრილი – ფილტვში, მკლავსა და შუბლში.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციურმა გაერთიანება „სირიზამ“ მოიპოვა
შემდეგი სტატიაირაკლი ალადაშვილი – იური ვაზაგაშვილი Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქებას შეეწირა