გურიაში “თავისუფალი ზონის” ხელმძღვანელის სახლი პოლიციელებმა გაჩხრიკეს

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

გურიაში “თავისუფალი ზონის” ხელმძღვანელის სახლი პოლიციელებმა გაჩხრიკეს. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივი ჟურნალისტები ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით დღეს დილით 06:00 საათზე ოთხმა პოლიციელმა ბესო ქათამაძის სახლი გაჩხრკეს.

როგორც მეზობლები აცხადებენ, ქათამაძის საცხოვრებლის ჩხრეკა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა “თავისუფალი ზონის” ლიდერის ძმა კი რამდენიმე საათით პოლიციაში გადაიყვანეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს.

ბესო ქათამაძე ფიქრობს, რომ პოლიციის მოულოდნელი ვიზიტი მისი დევნის გაგრძელებაა, რაც თავისთავად მისი “თავისუფალ ზონაში” საქმიანობას უკავშირდება.

ქათამაძე, გასულ თვეს, ოზურგეთის პოლიციამ, ადგილობრივი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთან ერთად, მას შემდეგ დააკავა, როცა ისინი, პრემიერის გურიაში ვიზიტის დროს, ქალაქ ოზურგეთის ქუჩებში, პოლიტიკური შინაარსის პლაკატი აკრავდნენ.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2426 ლარია
შემდეგი სტატიასერგო თეთრაძის მკვლელობის საქმის განხილვა სასამართლოში ხმაურის ფონზე წარიმართა