გურამ დონაძე: ბუტა რობაქიძეს ედო იარაღი გარდაცვალებამდე ან გარდაცვალების შემდეგ

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ გურამ დონაძის განცხადებით, რობაქიძეს, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა, იარაღი არ ჰქონია.
როგორც გურამ დონაძემ რობაქიძის საქმეზე დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მოწმეები აცხადებენ იმას, რომ ბუტა რობაქიძეს იარაღი ედო.
“დღეს დავსვი სასამართლო სხდომაზე საკითხი, სად დევს საქმეში მასალები. არც წინა და არც ახლანდელ გამოძიებაში არსად არ წერია, რომ ბუტა რობაქიძეს ედო იარაღი გარდაცვალებამდე ან გარდაცვალების შემდეგ. მინდა გთხოვოთ, რომ საზოგადოებას ერთხელ და სამუდამოდ უთხრათ სიმართლე, რომ ბუტა რობაქიძეს იარაღი არ ჰქონია. ამას მეც ვადასტურებ და გამოძიებაც. სხვებზე არაფერს ვამბობ, ამას სასამართლო და გამოკვლევები დაადგენს ვის რა ჰქონდა”, – განაცხადა გურამ დონაძემ.
რობაქიძის საქმეზე დღეს ბუტა რობაქიძესთან ერთად სპეცოპერაციის დროს მყოფი მისი მეგობარი აკაკი ბართაია დაკითხეს. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მან აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს, რომელთა მიმართაც სპეცოპერაცია ჩატარდა, იარაღი შემდეგ დაუდეს. ასევე, ბართაიამ აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის შემდეგ ადგილზე არსებული ვითარების რეჟისორი იყო გურამ დონაძე.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის ახალმა მინისტრმა დეპუტატებს უწყების პრიორიტეტებზე ანგარიში ჩააბარა
შემდეგი სტატიასამი პირის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა