„გული მწყდება, როცა საუბრობენ დააგვიანესო, მით უფრო, რომ ერთი მაშველი დაიღუპა“

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 13 ივნისის ღამეს ძალიან ბევრი გამოძახება იყო, რადგან თბილისში წვიმდა და ქალაქი იტბორებოდა.

მისი თქმით, სამუშაოებში პოლიცია და სამაშველო სამსახური თავიდანვე იყვნენ ჩართულები.
„ვწუხვარ, როცა საუბრობენ, რომ მაშველებმა და პოლიციამ დააგვიანა. ყველამ დაინახა რაც მოხდა, ჩართული იყო ყველა. მანამდე იყო ძალიან ბევრი გამოძახება. ეს ასე ხდება, როცა თბილისში წვიმაა და იტბორება ქალაქი. გული მწყდება, როცა საუბრობენ დააგვიანესო, მით უფრო, რომ ერთი მაშველი დაიღუპა. არავინ იცოდა რა მოხდებოდა, ჩვეულებრივი წვიმა იყო. რა თქმა უნდა, იყო შეფერხებები, სვანიძის ქუჩაზე პირველი პატრული მივიდა, მათ ბავშვი გამოიყვანეს. რაღაც-რაღაც შეფერხებები იყო. არ ვამბობ, რომ გამოძახებიდან 5 წუთში იქ იყვნენ მანქანები. წყნეთი-ბეთანიის მიმართულებით მეწყერი ჩამოწვა, ამან შეაფერხა სამუშაოები. იქიდან შეფერხდნენ. წამებში მოხდა ყველაფერი. ღვარცოფი მოვარდა“, – განაცხადა გომელაურმა.
banner
წინა სტატიაში“რადგანაც საქმე აღძრულია, ეს ესეც უნდა იყოს,“ – ზურაბ გურიელიძე
შემდეგი სტატია„სამწუხაროდ, ცოცხლების პოვნის იმედი აღარ გვაქვს“