გუდაურში სასტუმრო „შერატონი“ აშენდება

გუდაურში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „შერატონი“ გაიხსნება. სამთოკურორტზე სასტუმროს მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება და 2016 წლის ბოლოს დასრულდება.

საერთაშორისო ბრენდი სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით სასტუმრო „ტერასაში“ კომპანია „რედ-კოსა” და კომპანია „სტარვუდს” შორის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრებულებას კომპანია „რედ-კოს” დირექტორმა მირიან ქათამაძემ და „სტარვუდის” წარმომადგენელმა ანატოლი კონდრატენკომ ხელი მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორებთან ურთიერთობებში მრჩეველი ფრანჩენსკო ნოსედა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ესწრებოდნენ.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, “5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იქნება წინგადადგმული
ნაბიჯი სამთოკურორტის განვითარებისათვის“.

banner
წინა სტატიაში6 სოფლის მოსახლეობა სიღნაღსა და წნორს განახლებული გზით დაუკავშირდება
შემდეგი სტატია,,ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს